ამზომველთა გადამზადება

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დასაქმებული ამზომველ–ამგეგმავების პროფესიული გადამზადება გრძელდება.

სერტიფიცირების კურსი საველე-საამზომველო სამუშაოების ჩატარებისა და მონაცემების დამუშავების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს.

პროექტი დასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს სრულიად უფასოდ დაეუფლონ პროფესიას და გახდნენ სერტიფიცირებული ამზომველები.

გადამზადების პროცესში ამზომველებს სპეციალური ეკიპირებითა და ტექნიკით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

მიწის სისტემური რეგიტრაცია 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება.

რეფორმა ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტშიგანხორცილედება და ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

პროცესი გულისხმობს 3 წლის განმავლობაში 1 200 000 მიწის ნაკვეთის აზომვასა და რეგისტრაციას, ასევე, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანას.

პროექტში ჩართულია სააგენტოს 1000-ზე მეტი ამზომველი და რეგისტრატორი.

სისტემური რეგისტრაციის პროცესში ამზომველები თანამედროვე საამზომველო აპარატურას იყენებენ, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და ცდომილების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს.

მიწის სისტემური რეგისტრაციით შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა) .