EBRA გენერალური ასამბლეა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა „ევროპის ბიზნესის რეესტრების ფორუმზე“ საერთაშორისო ევროპული გამოცდილება გაიზიარეს.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს "ევროპის ბიზნესის რეესტრების ფორუმის“ გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც გაიმართა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში.

„ევროპის ბიზნესის რეესტრების ფორუმის“( EBRA ) გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნების ბიზნესის რეესტრების გამოცდილების გაზიარებას, აქტუალური საკითხების განხილვასა და ინოვაციების გაცნობას.

კონფერენციაზე განიხილეს „EBRA“-ს წლიური ანგარიში, სამოქმედო გეგმა, წლიური ბიუჯეტი, საერთაშორისო ბიზნეს რეგისტრაციის ანგარიში. ასევე ჩატარდა ასამბლეის აუდიტის კომიტეტის არჩევნები და აირჩიეს საბჭოს წევრები.

„ევროპის ბიზნესის რეესტრების ფორუმი“ ხელს უწყობს ასოციაციის წევრებს
გაეცნონ სხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციას, რეგულაციებს და მიღწევებს, ასევე გაიზიარონ საერთაშორისო ევროპული გამოცდილება.