სააგენტოს შესახებ arrow_drop_down
საჭირო ინფორმაცია arrow_drop_down
საჯარო ინფორმაცია arrow_drop_down
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გონიერი კონტრაქტის საშუალებით რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვირტუალური შეხვედრისთვის ვიზიტის დაჯავშნა.
გონიერი კონტრაქტის სესიის დასაჯავშნად საკადასტრო კოდის გრაფაში მიუთითეთ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი, რომელზეც დაიდება გარიგება. გაითვალისწინეთ, რომ საკადასტრო კოდის არასწორად მითითების შემთხვევაში პროცესს ვერ გააგრძელებთ.
შემდგომ ეტაპზე მიუთითეთ თქვენი პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი).
ყველა ველის (მათ შორის, აქტიური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მითითება) სწორად შევსება აუცილებელია დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წარმატებით გავლისათვის.
თქვენ შეგიძლიათ „უკან დაბრუნება“ ღილაკზე დაჭერით დაბრუნდეთ წინა გვერდზე და შეცვალოთ პირველი გვერდის მონაცემები
მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებთ კოდს, რომელიც 30 წამის განმავლობაში უნდა შეიყვანოთ „ერთჯერადი კოდის“ ველში:
თუ კოდი არ მიგიღიათ ან შეყვანა ვერ მოასწარით, დააჭირეთ „ხელახლა გაგზავნას“ და მიღებული კოდი შეიყვანეთ „ერთჯერადი კოდის“ ველში.
თქვენ შეგიძლიათ „უკან დაბრუნება“ ღილაკზე დაჭერით დაბრუნდეთ წინა გვერდზე და შეცვალოთ პირველი გვერდის მონაცემები
შემდგომ ეტაპზე „დამატების“ საშუალებით მიუთითეთ გარიგების მხარეები მათი სტატუსის (მყიდველია თუ გამყიდველი) შესაბამისად:
მიუთითეთ გარიგების მხარის პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა):
ხოლო დამატებული პირის მონაცემების შეცვლა შეგიძლიათ შესაბამისი პირის გასწვრივ რედაქტირების ღილაკის არჩევით და მონაცემების ცვლილებით.
თქვენ შეგიძლიათ „უკან დაბრუნება“ ღილაკზე დაჭერით დაბრუნდეთ წინა გვერდზე და შეცვალოთ პირველი გვერდის მონაცემები
კალენდარის საშუალებით აირჩიეთ სასურველი თავისუფალი დღე:
სასურველი თარიღის არჩევის შემდეგ მარჯვენა მხარეს გამოჩნდება თავისუფალი საათების ჩამონათვალი. გაითვალისწინეთ, რომ სესიის სასურველი დროის არჩევა შესაძლებელია 09:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში. აირჩიეთ სასურველი დრო კონკრეტული პერიოდის მონიშვნით:
თქვენ შეგიძლიათ „უკან დაბრუნება“ ღილაკზე დაჭერით დაბრუნდეთ წინა გვერდზე და შეცვალოთ პირველი გვერდის მონაცემები
წინა ეტაპზე მონაცემების მითითების შემდეგ, დაჯავშნის დასრულებამდე გადახედეთ თქვენ მიერ შეყვანილი მონაცემების შეჯამებას. დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორადაა შეყვანილი. შესაძლებელია გარიგების მხარეების მონაცემების შეცვლა/წაშლა და ჯავშნის თარიღის ცვლილება რედაქტირების ღილაკზე დაჭერით.
დაჯავშნის დასრულების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „დაჯავშნა“:
მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი შეტყობინება:
მითითებულ ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებით მიიღებთ ინფორმაციას პროცესის წარმატებით დასრულების, ჯავშნის ნომრის, სესიის თარიღისა და დროის შესახებ. გონიერი კონტრაქტის მომსახურების პირობები, რომელსაც უნდა გაეცნოთ სესიის დაწყებამდე, ასევე გამოგეგზავნებათ ბმულის სახით.
იმავე შეტყობინებით გეცნობებათ, რომ სესიის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მიიღებთ შესაბამის ბმულს სესიაში მონაწილეობისათვის, რომელზეც უნდა გადახვიდეთ ჯავშნის დადგომის დროს.
გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით სარგებლობა ხორციელდება ვიდეო სესიის საშუალებით, სადაც საჯარო რეესტრის კვალიფიციური ოპერატორი განახორციელებს ყველა საჭირო პროცედურას იმისთვის, რომ უმოკლეს ვადაში მარტივად და უსაფრთხოდ შეძლოთ უძრავი ქონებაზე ნასყიდობის ან/და იპოთეკის გარიგების დადება, ნასყიდობის თანხის გადახდა და უფლების რეგისტრაცია
სესიაში შესვლამდე აუცილებელია დაეთანხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებს (მათ შორის, აუდივიდეოზარის ჩაწერას). გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის მიმდინარეობის აუდიოვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნაა. შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებზე უარის შემთხვევაში, მომსახურების მიღებას ვერ შეძლებთ.
თანხმობის გასაცხადებლად მონიშნეთ ხუთივე გრაფა და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “ვეთანხმები”.
მას შემდეგ, რაც დაეთანხმებით ყველა პირობას, აპლიკაცია მოითხოვს თქვენი მოწყობილობის კამერასა და მიკროფონზე წვდომას, თქვენი მოწყობილობის ბრაუზერის საშუალებით. დაეთანხმეთ კამერაზე წვდომის მოთხოვნას - დააჭირეთ ღილაკს “Allow”. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება თქვენს მოწყობილობაზე ვიდეო კამერის დაფიქსირება, თქვენი მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდება QR კოდი, რომლის საშუალებით შეძლებთ კამერის სხვა მოწყობილობიდან გააქტიურებას.
სხვა მოწყოლობილობის კამერის გასააქტიურებლად მეორე მოწყობილობის კამერით უნდა დაასკანეროთ თქვენს მთავარ მოწყობილობაზე გამოსახული QR კოდი და მიყვეთ ინსტრუქციას.
კამერაზე წვდომის მიღების შემდეგ, თქვენი მოწყობილობის კამერა ჩაირთვება, ხოლო თქვენ დაინახავთ მენიუს, სადაც უნდა აირჩიოთ ღილაკი “Join”, რათა შეხვიდეთ სესიაში.
თუ პროგრამას კამერაზე ან მიკროფონზე წვდომას არ მიანიჭებთ, თქვენი მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდება შემდგომი შეტყობინება და დახმარების ინსტრუქცია, რომელსაც უნდა მიყვეთ.
გარიგების მხარეთა ვინაობის დასადგენად აუცილებელია იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურის გავლა, რისთვისაც გამოიყენება დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამოწმებს გარიგების მხარეების ვინაობას.
ოპერატორი სესიის დაწყების შემდეგ დააინიცირებს იდენტიფიკაციის პროცედურას, რის შემდეგაც თქვენი მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდება მენიუ, სადაც უნდა აირჩიოთ დოკუმენტის ტიპი, რომლითაც გსურთ იდენტიფიკაციის გავლა.
სესიაზე იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წარმატებით გასავლელად, გარიგების მხარე უნდა მიყვეს პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერატორის მითითებებს. სესიის განმავლობაში მოწყობილობის კამერა უნდა იყოს ჩართულ მდგომარეობაში. პროცედურის ეტაპების ან კონკრეტული მოქმედების გაურკვევლობის შემთხვევაში, ოპერატორი მხარეს აუხსნის შესასრულებელ მოქმედებას და დაეხმარება მის წარმატებით შესრულებაში.
პირადობის მოწმობის არჩევის შემთხვევაში, ფოტო უნდა გადაუღოთ პირადობის მოწმობის ჯერ წინა მხარეს, ხოლო შემდეგ მეორე მხარეს, შემდეგ კი გადაიღოთ დინამიური სელფი. პასპორტის არჩევის შემთხვევაში, ფოტო უნდა გადაუღოთ პასპორტის ძირითად გვერდს, შემდეგ კი გადაიღოთ დინამიური სელფი.
თავდაპირველ ეტაპზე საჭიროა პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთავსება შესაბამის ჩარჩოში. მოათავსეთ დოკუმენტის წინა მხარე ჩარჩოში ისე, რომ დოკუმენტის ჩარჩო ემთხვეოდეს ეკრანზე არსებულ კონტურს. ასევე დარწმუნდით, რომ ოთახის განათება არის კარგი - არ არის ზედმეტად ბნელი ან ზედმეტად განათებული.
მოათავსეთ დოკუმენტის უკანა მხარე ჩარჩოში ისე, რომ არ სცილდებოდეს ჩარჩოს საზღვრებს და დაელოდეთ პროგრამის დასტურს “გადაღებულია”.
დინამიური სელფის გადასაღებად, მოათავსეთ სახე ოვალში და დაელოდეთ პროგრამის დასტურს “გადაღებულია”.
პროცედურის გავლის შემდეგ ოპერატორი გადაამოწმებს და გაცნობებთ იდენტიფიკაციის შედეგს. თუ იდენტიფიკაცია წარმატებით დასრულდა ორივე მხარისთვის, გარიგების შევსების ეტაპი დაიწყება. თუ თქვენი ან მეორე მხარის იდენტიფიკაცია წარუმატებელია, ოპერატორი ხელმეორედ დააინიცირებს ვინაობის დადგენის პროცედურას.
თუ გარიგების დადების პროცესის მიმდინარეობა რომელიმე მხარესთან მიმართებით შეწყდა/კამერა გაითიშა, სესიაში იმავე ბმულზე დაბრუნების შემდეგ გარიგების მხარე ხელახლა გაივლის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურას.
ნასყიდობის თანხა შეიძლება განისაზღვროს და გადახდილ იქნეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში. ნასყიდობის თანხის გადახდა ხდება ესქრო მომსახურების გამოყენებით, რომელსაც გასწევს სს „საქართველოს ბანკი“. ესქრო მომსახურების მისაღებად აუცილებელია გარიგების მხარეებს ეროვნულ ვალუტაში ჰქონდეთ საბანკო ანგარიში სს „საქართველოს ბანკში“.
ოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ ჯავშანში მითითებული უძრავი ქონების მონაცემები სწორია და მხარეებს გარიგების დადება ნამდვილად ამ ქონებაზე სურთ, ამ მიზნით, ოპერატორი დაგისვამთ კითხვებს, რომლებზეც უნდა უპასუხოთ.
ოპერატორი ასევე მოგაწვდით ინფორმაციას გარიგების დადების მომენტში უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემებისა და მასზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვების არსებობის შესახებ.
მას შემდეგ, რაც ოპერატორი დარწმუნდება ჯავშანში მითითებული უძრავი ქონების მონაცემების სისწორეში, იგი დაიწყებს გარიგების პირობების შევსებას. ოპერატორი მყიდველის მითითებით აირჩევს სარეგისტრაციო მომსახურების ვადას და საფასურს.
ოპერატორი გარიგების მხარეებს ასევე გკითხავთ ნასყიდობის საფასურს - თანხის ოდენობას, რა ფასადაც აპირებთ უძრავი ქონების შეძენას/გაყიდვას.
ამის შემდეგ საჯარო რეესტრი სს “საქართველოს ბანკს” პროგრამულად გაუზიარებს მხარეთა მონაცემებს, ხოლო ბანკი საჯარო რეესტრს მიაწვდის მხარეთა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას, დახურული ფორმით (მხოლოდ ანგარიშის ბოლო 4 ციფრი).
თქვენ (და გარიგების მეორე მხარემ) თავად უნდა მიუთითოთ ოპერატორს, თუ რომელი ანგარიშის გამოყენებით გსურთ უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება - უნდა მიუთითოთ საბანაკო ანგარიშის ბოლო 4 ციფრი.
ოპერატორი დეტალურად გაგაცნობთ ესქრო მომსახურების პირობებს.
ოპერატორი გაგაცნობთ ხელშეკრულების პირობებს - იგი გამოგიგზავნით ხელშეკრულებას, რომელიც გამოჩნდება თქვენი მოწყობილობების ეკრანზე, რომელსაც ასევე წაგიკითხავთ ზეპირი ფორმით. ხელშეკრულების პირობებს უნდა დაეთანხმოთ შესაბამისი 4 გრაფის მონიშვნით და ასევე ზეპირად დაადასტუროთ, რომ ნამდვილად გაეცანით და ეთანხმებით ხელშეკრულებას.
ოპერატორი გადაამოწმებს, რომ ორივე მხარის მიერ ყველა აუცილებელი თანხმობა გამოხატულია და დაადასტურებს მხარეების მიერ განხორციელებულ ხელმოწერებს.
შემდეგ ეტაპზე პროგრამულად შემოწმდება მყიდველის ანგარიშზე არის თუ არა საკმარისი თანხა გადარიცხვის განსახორციელებლად. საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში თანხა დროებით განთავსდება დაცულ შიდასაბანკო (ესქრო) ანგარიშზე. თანხის გადარიცხვის პროცესი მიმდინარეობს ავტომატურად და სრულდება უმოკლეს ვადაში.
გონიერი კონტრაქტის ოპერატორი განგიმარტავთ, რომ შიდასაბანკო ანგარიშზე ნასყიდობის თანხა გადაირიცხა წარმატებით, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება და შესაბამისად ნასყიდობის თანხის გადარიცხვა დასრულდება მხარეთა მიერ არჩეულ მომსახურების ვადაში. შიდასაბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დადასტურების შემდეგ გონიერი კონტრაქტის სესია სრულდება.
თქვენი მოწყობილობის ეკრანზე იხილავთ შეტყობინებას “პროცესი დასრულებულია”.
პროცესის დასრულების შემდეგ დოკუმენტაცია გადაიგზავნება სარეგისტრაციო სისტემაში. დოკუმენტაცია მოიცავს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებულ ხელშეკრულებას და გარიგების დადების პროცესის ამსახველ აუდიოვიდეოჩანაწერს. მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრი განიხილავს/შეაფასებს ხელშეკრულების ყველა პირობას და დაარეგისტრირებს მყიდველის საკუთრების უფლებას, ამონაწერის მომზადების თანადროულად, ნასყიდობის თანხა ავტომატურად გადაირიცხება ესქრო ანგარიშიდან გამყიდველის საბანკო ანგარიშზე.
შედეგად, გამყიდველი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას საკუთარ საბანკო ანგარიშზე, ხოლო მყიდველი მიიღებს საკუთრების უფლების დამადასტურებელ ამონაწერს. გარიგების მხარეებს დაეგზავნებათ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დამადასტურებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.