26 ივნისი 2025

საჯარო გამოქვეყნება

news_image
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების, ჯუმათის, ძიმითის, შემოქმედის, ბახვის, მთისპირის, ქალაქი ოზურგეთის, ურეკი 2-სა და საკრებულოს გარე სავარგულების ადმინისტრაციულ ერთეულებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბოსლევის, შროშას, ქალაქი ზესტაფონის, კვალითის, ცხრაწყაროსა და კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის, არგვეთისა და სატყეო ფონდის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავანისა და ჯიღაურას ადმინისტრაციულ ერთეულებში, გარდაბანის მუნიციპალიტეტის აღთაკლიას, კალინინოს, ქალაქი გარდაბნის, ქესალოს, ნაზარლოს, ვახტანგისისა და ჯანდარას ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
 
24 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
 
 მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge, www.slr.napr.gov.ge
✅ შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://guria.gov.ge/geo/static/179
✅ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://zestafoni.gov.ge/
✅ საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე http://imereti.gov.ge/geo/static/49/
✅ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე http://imereti.gov.ge/geo/static/61/
✅ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე http://mtskheta.gov.ge/ka/home
✅ გარდაბანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://gardabani.gov.ge/
 
 შუახევის მუნიციპალიტეტის ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლში
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების, ჯუმათის, ძიმითის, შემოქმედის, ბახვის, მთისპირის, ქალაქი ოზურგეთის, ურეკი 2-სა და საკრებულოს გარე სავარგულების ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბოსლევის, შროშას, ქალაქი ზესტაფონის, კვალითის, ცხრაწყაროსა და კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის, არგვეთისა და სატყეო ფონდის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და იუსტიციის სახლში
 
მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავანისა და ჯიღაურას ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
გარდაბანის მუნიციპალიტეტის აღთაკლიას, კალინინოს, ქალაქი გარდაბნის, ქესალოს, ნაზარლოს, ვახტანგისისა და ჯანდარას ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
 
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 24 ივნისიდან 24 ივლისის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
 
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.