მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

საჯარო რეესტრის თავმჯდომარე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იუსტიციის აუდიტორიაში სტუდენტებს მიმდინარე რეფორმებსა და დასაქმების პერსპექტივაზე ესაუბრა

search close_small

18 ოქტომბერი 2024

საჯარო რეესტრის თავმჯდომარე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იუსტიციის აუდიტორიაში სტუდენტებს მიმდინარე რეფორმებსა და დასაქმების პერსპექტივაზე ესაუბრა

news_image
news_image
news_image
news_image
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სააგენტოში მიმდინარე და დასრულებული რეფორმები გააცნო.
სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სააგენტოს რეფორმის - მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ. დეტალურად გაეცნენ რეფორმის წარმატებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც სააგენტომ 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი უკვე აზომა და 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაარეგისტრირა. შედეგად, 1 000 000 -ზე მეტი მოქალაქე (ქვეყნის მოსახლეობის 30%) რეგისტრირებული მესაკუთრე გახდა.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის გარდა, სააგენტოს თავმჯდომარემ სტუდენტებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე წარუდგინა პრეზენტაცია როგორებიცაა: „დამისამართებული საქართველო“ , „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი“ და სხვა.
საუბარი შეეხო სააგენტოს ინოვაციურ ციფრულ პროექტს „გონიერ კონტრაქტს“, რომელიც მხარეებს საშუალებას მისცემს, ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება ციფრულ ფორმატში განახორციელონ და ქონება ელექტრონულად საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე დაცულად დაირეგისტრირონ.
საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებულ პრაქტიკულ სივრცეში “იუსტიციის აუდიტორიაში” გაიმართა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები დაინტერესდნენ როგორც მიმდინარე რეფორმების წარმატებით, ისე სააგენტოში დასაქმების საკითხით.
შეხვედრის დასასრულს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა და სტუდენტებს საქმიანობაში წარმატება უსურვა.