ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

თბილისის საჯარო გამოცხადება

search close_small

16 აგვისტო 2024

თბილისის საჯარო გამოცხადება

news_image
თბილისის მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები და სარეგისტრაციო პროცესი გრძელდება.
 
თბილისის მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის წყნეთის, წავკისის, ტაბახმელას, შინდისის, კვესეთის, კოჯორის, კიკეთისაღორისის, ბეთანიას, ახალდაბის, დიღომის, დიდგორის და ძველი ვეძისის არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთების ნაწილზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
 
თბილისის მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 9 სექტემბრის ჩათვლით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის წყნეთის, წავკისის, ტაბახმელას, შინდისის, კვესეთის, კოჯორის, კიკეთისაღორისის, ბეთანიას, ახალდაბის, დიღომის, დიდგორის და ძველი ვეძისის არეალებზე ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
 
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge
 
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
 
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და იუსტიციის სახლებში.
 
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 9 სექტემბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
 
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
 
2023 წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკით თბილისის მუნიციპალიტეტის გარკვეულ არეალებზე სააგენტო სრულიად უფასოდ ზომავს და არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
 
რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიის მიერ წინასწარ შერჩეული 12 ლოკაციის გარკვეულ არეალებზე (ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი-საღორისი, წყნეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი) მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს.
 
უახლესი ტექნიკისა და შესაბამისად გადამზადებული ადამიანური რესურსის საშუალებით მთლიანობაში აიზომება და დარეგისტრირდება 27 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, 757 ჰა.
 
პროექტით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო - როგორც მიწის აზომვის, ისე რეგისტრაციის პროცესი.