ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

სააგენტოს ვიზიტი მარნეულში

search close_small

16 ივლისი 2024

სააგენტოს ვიზიტი მარნეულში

news_image

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას წარმატებით ახორციელებს.

საინფორმაციო შეხვედრას საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე - ვახტანგ ბოხაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მხარეებმა რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობები დეტალურად განიხილეს და აზომვით სამუშაოებში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან გიორგაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 200 000 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 800 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

პროექტით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო - როგორც მიწის აზომვის, ისე რეგისტრაციის პროცესი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია