4 ივნისი 2026

მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც 2026 წლის 1 აპრილიდან შეუჩერდათ რეგისტრაცია, შესაძლებლობა აქვთ აღიდგინონ სტატუსი მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის განსაზღვრულ ვადაში - 2027 წლის 1 აპრილი

სიახლის სურათი 0
 
უფლებასილ პირებს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლიათ მიმართონ:
  • ქვეყნის მასშატაბით არსებულ ნებიმსმიერ იუსტიციის სახლს
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს
  • ავტორიზებულ პირებს: https://napr.gov.ge/…/authorize…/authorized-persons-register 
  • ან დისტანციურად ვებგვერდზე https://www.my.gov.ge/
 
რეგისტრაციის შეჩერებით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს ეზღუდებათ: წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
 
ხოლო, მეწარმე სუბიექტს ეზღუდება:
  • ამონაწერის განახლება
  • ქონების განკარგვა
  • საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობა
  • საბანკო ანგარიშის მართვა
  • ახალი ანგარიშის გახსნა
  • ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა
  • კრედიტის აღება
სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებსა და უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალზე.