გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ, მოადგილეებთან ერთად, უწყების სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მინისტრმა სააგენტოს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მოადგილეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და უწყების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ თამარ ზოდელავამ სააგენტოს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ საქმიანობას დეტალურად გაეცნო.